წესები და პირობები

Duo.ge გახლავთ კომპანია გორგიას ოფიციალური პარტნიორი ინტერნეტ მაღაზიარომელიც საშუალეას გაძლევთ შეიძინოთ სამშენებლო, სარემონტო და სხვა პროდუქტები სახლიდან გაუსვლელად საუკეთესო პირობებით! 


განმარტება
შპს "ტექპლისუი" , შემდგომში გამოიყენება როგორც "გამყიდველი". 
Duo.ge -ზე რეგისტრირებული პირი, ან განვადებით პროდუქციის შემძენი პირი, შემდეგში გამოიყენება როგორც "მყიდველი"

 

 კანონმდებლობა 

Duo.ge-ს მომხმარებელი საიტზე რეგისტრაციისას ავტომატურად მოექცევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისა და რეგულაციების ქვეშ. 


საიტზე რეგისტრაცია, თქვენი პროფილი, ინფორმაციის კონფიდენციალურობა

თუ გსურთ მიიღოთ ჩვენი მომსახურება და ამავდროულად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს თქვენ უკვე გაქვთ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე. 

საიტზე რეგისტრაციის, ასევე შეკვეთის გაკეთების დროს, დასტურით ველზე - "
წავიკითხე წესები & პირობები, ვეთანხმები და მისაღებია ჩემთვის" თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას გამყიდველის და კანონით გათვალისწინებულ წესებსა და პირობებზე და იმოქმედებთ საიტზე მოყვანილი წესების მიხედვით.


საკუთარ პროფილს შექმნის (რეგისტრაციის) პროცესში მითითებული ინფორმაციის, სიზუსტეზე პასუხსმგებელია მყიდველი და კონიფიდენციალურობა მაქსიმალურად დაცულია გამყიდველის მიერ. 


საიტზე რეგისტრაციით  მყიდველი აცხადებს თანხმობას მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაცია, გამყიდველის მიერ გამოყენებული იყოს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნით.

 


პროდუქციის აღწერილობა 

Duo.ge მაქსიმალურად ცდილობს სწორი მონაცემები მოგაწოდოთ პროდუქციის შესახებ, თუმცა გამყიდველი არ აგებს პასუხს პროდუქციის კონკრეტული მახასიათებლების შესახებ. ასევე შესაძლოა კონკრეტული პროდუქცია ვიზუალურად არ ემთხვევა საიტზე ნაჩვენებ ფოტოსურათს, თუმცა დასახელება არის სწორი, გამყიდველი არ იღებს პასუხისმგებლოას ნივთის დაბრუნებასა და გადაცვლაზე. პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ გადახედოთ პროდუქტის შესახებ ყველა ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ოპერატორს. სხვა შემთხვევაში გამყიდველი პროდუქციის ხარისხიანობასა და კონკრეტულ მახასიათებლებზე პასუხისმგებელი არ არის.  

 

ფასები

საიტზე ნაჩვენებია პროდუქტის მთლიანი ფასი/ღირებულება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში), დღგ-ს ჩათვლით. საიტზე მითითებული ფასები არ მოიცავს ტრანსპორტირების ღირებულებას და მიტანის ან/და ატანის ფასი ემატება პროდუქციის ჯამურ თანხას.

 

მიწოდება

გამყიდველი უზრუნველყობს თქვენი პროდუქციის მიტანას თქვენს სასურველ მისამართზე მაქსიმუმ 2 სამუშაო დღის განმავლობაში მთელი თბილისის მასშტაბით. 


მიწოდების ვადები: 1-2 სამუშაო დღე

ატანის ფასები: ანგარიშდება პროდუქციის წონის მიხედვით.

პროდუქციის მონტაჟის სერვისი შესაძლებელია მყიდველის სურვილის შემთხვევაში, გამყიდველი იღებს პასუხისმგებლობას მყიდველი დააკავშიროს ხელოსანს და არ აგებს პასუხს ხელოსნის მიერ შესრულებულ სამუშაოს. 

იმისთვის, რომ მოხდეს ადგილზე მიტანა, მოხმარებელს სრულად უნდა ქონდეს დაფარული პროდუქციის საფასური და და მიტანის საფასური საფასური. იგივე პირობები ვრცელდება პროდუქციის ატანაზეც.


პროდუქტის/თანხის  დაბრუნება ან განვადების გაუქმება

გამყიდველი ვალდებულია მომხმარებლის მიერ წინასწარ გადახდილი თანხა დააბრუნოს, გამოცვალოს პროდუქცია ან გააუქმოს განვადება იმ შემთხვევაშითუ:

1. თუ მომხმარებელს პროდუქტი არ მიუვიდა 3 სამუშაო დღის ვადაში. 

2. თუ კურიერის მიერ მიწოდებული პროდუქტი არ ემთხვევა მის მიერ შეძენილ პროდუქტს

3. პროდუქტი დაზიანებულია

 

* პრეტენზიის გამოთქმა ხდება, ჩაბარების დღიდან არაუგვიანეს 2 კალენდარული დღისა!



საიტზე განთავსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას Zapa.ge -ს ადმინისტრაციის მიერ წინასწარი შეტყობინების გარეშე (გარდა წინამდებარე წესებით განსაზღვრული შემთხვევებისა).

მიტანა ქვეყნის მასშტაბით

ონლაინ განვადება

დაბრუნება და გადაცვლა

ცხელი ხაზი: 558 14 14 50